კომპლექსური დავალება, პროგრამა "ვსწავლობთ თამაშით"
საგანი: კომპიუტერული მეცნიერება
მასწავლებელი : სოფიო შუბითიძე
თემა: კომპიუტერული
პროგრამით შემოქმედებითი დავალების შესრულება
კლასი: II
|
სამიზნე
ცნებები : ალგორითმი - პროგრამული ენა ● პროგრამული ენის გამოიყენებით, დავალების შესასრულებლად გარკვეული ოპერაციების
შესრულება; ● ალგორითმის კანონზომიერებით, დავალებაში, საჭირო მოქმედებებზე თანამიმდევრობის დაცვა; |
|
საკითხი - მოსმენილი
ვიდეო ჩანაწერის მიხედვით პროგრამა „ვსწავლობთ თამაშით“ რამოდენიმე გვერდიანი სცენის
შექმნა, თითოეულ გვერდზე საჭირო ფონის დადება, შესაბამისი პერსონაჟების შემოყვანა
და დამუშავება. |
|
კომპლექსური
დავალების პირობა: გულდასმით
და დაკვირვებით მოუსმინე ჩანაწერს „ჟირაფი რომელსაც სიმაღლის ეშინოდა“ და
პროგრამა „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით შექმნი ოთხი ან მეტი გვერდიანი სცენა.
შემდეგ შენი აწყობილი სცენები გაასიტყვე, მოყევი შენეული ამბავი. მუშაობისას გაითვალისწინე: ·
სცენების რაოდენობა; ·
ამბის თანმიმდევრობა; ·
თითოეულ სცენაზე ფონის დადება; ·
სცენებში საჭირო პერსონაჟების შემოყვანა; ·
პერსონაჟებზე ზომების გასწორება, განლაგება; ·
საჭიროებისამებრ გვერდებზე ან პერსონაჟებზე ხმის
დადება. |
|
ნამუშევრის
წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე: ·
როგორ
გამოიყენე პროგრამა „ვსწავლობთ თამაშით“ ელემენტების ცოდნა ნამუშევრის
შესაქმნელად? ·
შეძელი თუ არა პროგრამის სწორად გამოყენება სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად? ·
რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა? ·
შეძელი თუ არა თითოეული გვერდის შექმნისას, თითოეული გვერდის პერსონაჟებზე
ალგორითმული თანმიმდევრობის დაცვა? ·
რა
სტრატეგიები გამოიყენე და რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა
ეტაპზე? რომელს გამოყოფდი? ·
რას
გააკეთებდი განსხვავებულად თავიდან, რომ იწყებდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას? პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე
სამუშაოდ: ·
გახსენი ლინკი; https://www.youtube.com/watch?v=KN9Jl3t03oQ ·
თითოეული გვერდისთვის შეარჩიე შესაბამისი გარემო. ·
სწორად მოიძიე გამოსახულებებიდან პერსონაჟები. ·
გვერდებისთვის მოიძიე ხმა. იმისათვის თუ არ გაქვს კომპიუტერში პროგრამა
„ვსწავლობთ თამაშით“ გადადი ქვემოთ მითითებულ ლინკზე რომლითაც ისწავლი ინტერნში
პროგრამის მოძიებას და მოძიებული პროგრამის ინსტალაციას https://emis188-my.sharepoint.com/:v:/g/personal/subitize_sofio_teachers_gov_ge/EROzkhnZho1AofFeAPVlldYBQ-0DIRqNI8Si5YRuvgZtTQ?e=Zg3xM1 |
Комментариев нет:
Отправить комментарий